“ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
– “ახლა მიმდინარეობს ამომრჩევლისთვის ბრძოლა. არავის უნდა, თავისი ამომრჩეველი დაკარგოს. ამიტომ, არ მიკვირს, ის შეფასებები, რაც გიორგი გახარიას მიმართ დღეს გაკეთდა. ადამიანი, რომელიც გუშინ იყო ყველაფრის თავი და გმირი, დღეს აღმოჩნდა, მოღალატე. სინამდვილეში, არც მოღალატეობასთან გვაქვს საქმე და არც გმირობასთან. საქმე გვაქვს ამომრჩევლის შენარჩუნებასთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
წყარო: report.ge