უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა გაუგებარი და მიუღებელი იყო.
სამხარაძე გახარიას სგადაწყვეტილებას გუნდისთვის „ზურგში ლახვრის ჩაცემას” უწოდებს.
– “როდესაც გახარია გადადგა, ვთქვი, რომ ეს იყო ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც ის გადადგა. ეს იყო თავისი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში იგივე პათოსია” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
წყარო: bm.ge