უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძე დასახელდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო ქადაგიძე დასახელდა- ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

თავდაპირველი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძესთან ერთად, შალვა თადუმაძეც დასახელდა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა  ორი კანდიდატურიდან კენჭი მხოლოდ, ნინო ქადაგიძეს უყარეს.

საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ანა დოლიძემ კი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.