მე, პირადად, ვინც ამ ცრუ იდეოლოგიის პროპაგანდისტია, მტრად აღვიქვამ – რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რევაზ კილასონია, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

კიდევ ერთ, ლიბერალურ იდეოლოგიურ პარადოქსზზე.
ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, ამ იდეოლოგიის სათავეში დგას “ინდივიდი”, სადაც მას აქვს არჩევანის თავისუფლება.
მაგრამ როცა საქმე მიდგება ე.წ. გენდერულ, ელჭიპიტი თეორიებზე და დაუშვათ მე, გამოვხატავ ჩემს უარყოფით პოზიციას ამ თეორიის და მისი დამქაშებისადმი, ლიბერალები ეგრევე გადმოდიან შეტევაზე:
“სიძულვილის ენით საუბრობ”,
“მსგავსი რიტორიკის გამო შენ უნდა დაისაჯო”
“ყველა უნდა გიყვარდეს” და ა.შ.
კაცო, ხომ ამბობ, რომ ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება?!
რომ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრები თავისუფლად?!
ხომ აქვს ადამიანს “სიყვარულის უფლება?!”
და რატომ არა აქვს “სიძულვილის უფლება?!”
მე პირადად, ვინც ამ ცრუ იდეოლოგიის პროპაგანდისტია, მტრად აღვიქვამ, და რატომ მაიძულებ რომ “მტერი მიყვარდეს”, ლოგიკურია რომ “მტერი მძულდეს”.
თან ამ “სიყვარულის დაძალებით”, შენივე იდეოლოგიის ძირითად საფუძველს, არჩევანის თავისუფლებას-ეწინააღმეგები.
და ამავე დროს ლიბერალ პროპაგანდისტს, “ექსკლუზიური უფლება აქვს”, მთელი არსებით სძულდეს რელიგია და ტრადიციული, მორწმუნე ადამიანები და ამას ღიად აფიქსირებდეს.
პ.ს. მესმის, რომ პოსტი ცოტა უტრირებულია, ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ არ უნდა მივცეთ, არცერთ ტოტალიტარულ იდეოლოგიას, ამ შემთხვევაში ლიბერალიზმს, ჩვენით მანიპულაციის საშუალება.
ჩვენ ადამიანები ვართ, უამრავი ცოდვებით და ადამიანური მანკიერებებთ დამძიმებული არსებები და ხანდახან გვძულს კიდეც ვიღაცეები/რაღაცეები..