გურამ ფალავანდიშვილის აქცია “ტვ პირველის” ოფისთან

დღეს საღამოს თბილისში, “ტვ პირველის” სათავო ოფისთან, გურამ ფალავანდიშვილის ინიციატივით აქცია გაიმართა, რომელშიც 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სასულიერო პირი. აქციაში მონაწილეებმა აღნიშნულ ტელევიზიას ბრალი დასდეს ბავშვების გარყვნის პროპაგანდაში.
გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ პარალელურ რეჟიმში “ტვ პირველი” ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას და მან გაიხსენა, თუ როგორ გააშუქა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში მარიხუანის კულტივაცია “გირჩის” ოფისიდან .
 აქციის ორგანიზატორს მიაჩნია, რომ არხის მფლობელი პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, აგრეთვე ისიც, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი მედიაში მოღვაწეობას უნდა ჩამოშორდეს.
 – “თუ მოვა წესიერი მთავრობა, ‘ტვ პირველს’ პასუხს აგებინებენ” – აღნიშნა ფალავანდიშვილმა.
  აქციამ ნახევარ საათს გასტანა და ის არცერთ არხს არ გაუშუქებია, მათ შორის “ტვ პირველს” (!), რაც უთუოდ მახასიათებელია ტენდენციური და მატყუარა ვითომ-ქართული მასმედიისა.