ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია „იმედის“ რეპორტაჟს ეხმაურება, რომელც გიორგი გახარიას კლანურ მმართველობას მიეძღვნა:
„არ ვარ გახარიას მხარდამჭერი….
მაგრამ…
აი, ამ მრაზმს რომ ვუყურებდი, ნაცების დრო გამახსენდა… ძალიან დავითრგუნე…
იგივე მუსიკალური ფონი, იგივე ხმა, იგივე სქემები, იგივე თითიდან გამოწოვილი ფაქტები…
რა გჭირთ, რა დაგემართათ?!
ისე, ოცნების მოქმედი ლიდერების ცოლების, ძმების, ცოლისდების, ცოლისძმების, მეზობლის დეიდაშვილის ბიძაშვილის ბიცოლის 2014 წლის შემდეგ გახსნილი “შრომის წიგნაკები”-ც გამოამზეურეთ, უფრო მსუყე და საინტერესოა, გარწმუნებთ….
არა და, ეს ყველაფერი ხომ ამ ხელისუფლების ხელში ხდება?! ოღონდ, გახარია რა შუაშია ამ ყველაფერთან, ეგ ვერ გავიგე…
ამ სისულელეებით ისევ თქვენ ხელისუფლებას რომ ძირავთ თუ ხვდებით?!
ჯერ იყო და კობახიძემ ჯარში და შსს-ში სახელმწიფოს 18-19 მტრის არსებობა აღიარა, ახლა ნეპოტიზმს აღიარებთ…
ე, ბიჭო, რას წვალობთ, რას იჭინთებით! ეს რა უბედურება დაგემართათ!……………….“