მსგავსი, პროვოკატორი “სასულიერო პირები”, ყველაზე უფრო მეტად ურტყამენ მართლმადიდებლურ ეკლესიას

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, რევაზ კილასონია, სოციალურ ქსელში სააგენტო “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ მასალას  ეხმაურება, რომელშიც ვინმე “დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე” აცხადებს, რომ “კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ”.

გთავაზობთ, კილასონიას გზავნილს:

მსგავსი პროვოკატორი “სასულიერო პირები”, ყველაზე უფრო მეტად ურტყამენ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
უფრო მეტადაც კი, ვიდრე გაცხადებული ულტრა-ლიბერალები..
მითქვამს აქამდეც- არ ვარ მე კოვიდ ვაქცინაციის მომხრე ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ “სასულიერო პირის” მხრიდან, მსგავსი სისულელის თქმა, მასის თვალში, ეკლესიის დისკრედიტაციას და მის კიდევ უფრო გამარგინალებას ემსახურება.
იმედია მიხედავენ!