ახალ ზელანდიაში 30 000-მდე ექთანი გაიფიცა. ისინი უკეთეს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ახალ ზელანდიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექთნებს ხელფასების 17%-იანი ზრდის მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებს და ანაზღაურების 1,4%-მდე გაზრდას სთავაზობს.
საპროტესტო აქციების გამო, გეგმიური ოპერაციები გადაიდო.
წყარო: itv.ge