პრინციპზე დგას ერთი ადამიანი ნიკა მელია, რომელსაც არ უნდა, რომ აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამნისტიის პროექტს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ამიტომ აფერხებს ეს ჩანაწერი. ამ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება და მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ თან ნიკა მელიამ უნდა თქვას, რომ ეს არის საშინელი ამნისტია და თან უნდა შეეხოს აუცილებლად“, – განაცხადა მდინარეძემ.
უმრავლესობის წევრმა ასევე ილაპარაკა მეორე საკითხზე, რაც მისი შეფასებით საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს. „შარლ მიშელის შეთანხმების მხარე „ნაცმოძრაობა“ საერთოდ არ არის. სადმე თუ გსმენიათ, რომ შეთანხმების მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და აქტიურადაა ჩართული რეალიზების გზების გადაწყვეტაში. ამასთან ითხოვს ისეთ რამეს, რაც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმასთან რომ წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს მათ უპირატეს უფლებად“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
“იმედინიუსი”