საბჭოთა კავშირის ეპოქაში, რომელი ეპოქის შვილად მეც ვითვლები, სუფევდა ერთგვარი სინთეზი ეთიკურ-კულტურულ პრინციპებსა, რომლებიც საზოგადოებაში შენარჩუნებულ იქნა და პოლიტიკურ სისტემას შორის.
იგრძნობოდა ემოციური სამყარო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს და ძილის მომგვრელ სიმყუდროვეს სთესდა და ერთი შეხედვით სოციალურად უსაფრთხო ბალანსს გვთავაზობდა. სოციალ/პოლიტიკური სისტემა ერთდროულად ინახავდა და ავიწროებდა კულტურულ ეთოსს, სადაც ქრისტიანული ფესვები არსობით ძალას წარმოადგენდა.
სამყაროს რაციონალურ და ირაციონალურ აღქმათა შორის ზღვარის გავლება ჩემთვის სიძნელეს წარმოადგენს, რადგან მათ შორის ყოველთვის „შფოთის აღმძვრელი“ აზრები ჩნდებიან, განსაკუთრებით იმ საკითხების გარეშემო, რომლეთაც
თავიანთი შინაარსით გარკვეული მიმართულების მუხტი გააჩნიათ . თითქოს „ძველისა“ და „ახლის“ შინაარსობრივი დატვირთვის მქონე აზრობრივი აბსტრაქციები ეჯიბრებიან ერთმანეთს. როდესაც გონების უპირატესობა ჩემს აღქმასა და განსჯის უნარს ეუფლება. მაშინ ყოველგვარი განსჯისა და გონებრივი ახსნობადობიდან შორს მდგარი ფენომენი, რელიგიური შემცველობისაც კი იჩაგრება. და არის მომენტები ამ ორთაბრძოლაში სადაც ორივე ელემნტი ურთიერთ თანხმობაში მოდის ან ზუსტად ის რაც გონების ჩარჩოებს ცდება ისე ნათლად წარმოჩნდება და საოცარ სიმშვიდეს აფენს ჩემს არსებას , რომ მიკვირს, რატომ ხდება ხოლმე და ხშირად, რომ ამ ორ დინებას ჩემს აზრთასფეროში შფოთი და დაქანცულობა შემოაქვს. თითქმის ასეთივე ბრძოლები, მაგრამ უკვე საზოგადოებისთვის განკუთვნილ სცენაზე მიმდინარეობს , რასაც დისკუსიები მოყვება მედიალურ სივცეში, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ არა ყველა , ვინც ამ სცენაზე გამოდის გამოხატავს თავის საკუთრივ აზრს, თუმცაღა თავად საკუთარი აზრი არასდროს არ არის განყენებული რამ ის ყოველთვის სოციალურ წიაღში იბადება და აირეკლავს სოციალური და კულტურული მიმოქცევის ფონზე ასახულ აზრობრივ სურათს, მაგრამ იმ აზრთა სიხშირეს, რომელიც დღესდღეობით სახეზეა დაჰკრავს თითქოს და კიდევ დამატებითი ელფერი, მედიალურ პოლიტიკური დაკვეთის შტრიხი. სოციუმისთვის უცხო ფორმულები, რომლებიც გამიზნულად ავსებენ მედიალურ სივრცეს შემდეგ კი მოსახლეობა, რომელიც ამ სივრცით სარგებლობს განურჩევლად, დაკვირვების გარეშე იღებს ამ ფორმულებს ის ხდება ამ სივრცის ბრმა მონაწილე და ნებდება მას. არის ორი ურთიერთგამომრიცხავი ხაზი რომელიც გასდევს მედიალურ სივრცეს და პირობითად, ასახავს „ძველისა“ და „ახალი“ს დაპირისპირებას. ისინი ვინც პირობითად წოდებული „ძველი“ ხაზის მიმდევარნი არიან ეხვევიან კრიტიკის ქარცეცხლში იმათგან , რომელნიც თავს „ ახალი“ ხაზის მიმდევრებად აცხადებენ და საზოგადოებისთვის ახალ ორიენტირს ითხოვენ. სინამდვილეში კი თავად საზოგადოების შეფასება ხდება მის ზედაპირზე არსებული მაჩვენებლების მიხედვით და არა იმის მიხედვით თუ როგორი აგებულების არის ის და როგორია მისი მზიდავი ბირთვი, მისი სოციალურკულურული ფესვები. ამგვარად განსჯის ამოსავალი წერტილი რჩება ყურადღების გაერშე და პოლიტიკური ლოზუნგებისა და ვითომ და ინოვატორული რიტორიკის მეშვეობით ხდება იმ იმპორტირებული კონსტრუქტის მორგება ქართულ სოციუმზე , რომელიც ამ სოციუმისთვის მიუღებელია რადგან მისი ყოფისა და დროის დინამიკა არ მოდის თანხმობაში იმ კონსტრუქტთან რომელიც სხვა სოციუმის და დროის დინამიკას მიეკუთვნება. ამგვარად, დროში აღმოცენებული ხასიათი განასხვავებს ერთმანეთისაგან ერთსა და მეორეს ან მესამეს და ასე შემდეგ. დრო რომელიც ამ ყველას ერთს მეორეს ან მესამეს.საკუთრივ სხვადასხვა აქვს და აქედან გამომდინარე საკუთარ დროში აღმოცენებული ხასიათი , რომელიც ამავე დროს განეკუთვენბა და არა სხვა რომელიმეს. საქართველოს, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი დრო და ხასიათი , მის სოციალურ ფილოსოფოურ ბირთვს ახასიათებს თავისი კუთვნილი დროის შეგრძნება, დრო რომელიც განსაზღვრავს საზოგადიების სოციალურ კულტურულ ხასიათს და მის არსს . დრო არა როგორც საათობრივი ათვლა , რომელიც ყველასთვის საერთოა. არამედ დრო რომელიც საკუთრივ სხვადასხვა სოციალურ კულტურულ სივრცეს ახასიათებს და აქედან გამომდინარე საკუთრივ ყველასთვის სხვადასხვაა. ყოველი საზოგადოება არის საკუთარი სოციალურ ფილოსოფიური ხასიათის მატარებელი, და ერთეული ამ საზოგადოებისა ატარებს საკუთრი საზოგადოების სოციალურ ფილოსოფიურკულტურული ხასიათის ნიშნებს. რადგან იგი ამ საზოგადოების ნაწილია. ამგვარად ის რაც დღეს საქართველოს მედიალურ სივრცეში ხდება მოკლებულია ამ ზედა აღნიშნული გარემოებების აღიარებას, და ამიტომაც ხდება იმ მითის შექმნა თითქოს ერთნი იყვნენ „ძველნი“ ან მეორენი კი „ახალნი“, განსაკუთრებით ეს უკანასკნელნი დაჟინებით მოითხოვენ დამრთგუნველი სოციალური ნორმატივებისაგან თავის დახსნას, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს „დასავლეთისკენ“ გზის გაკვლევა, მათთვის ოპონენტები მუდმივ წარსულში იმყოფებიან და ისინი კი თავის მხრიდან გამოთქვავენ შიშს და უცხადებენ უნდობლობას სოციალურ კულტურული ნორმატივების გადაფასებას და ამით ეთიკური სახის დაკარგვის საშიშროებას ხედავენ , თუმცა გადაფასების აუცილებლობა ვერ მტკიცდება და აქედან გამომდინარე ზედაპირულ იდეურ კონსტრუქტს უფრო წააგავს ვიდრე აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯს, მით უფრო რომ ფასეულობათა რყევის და რევოლტის მოსურნენი ტენდენციურად ყველაფერს ეჭვის და უარყოფის თვალით უყურებენ და უნდათ ხაზი გადაუსვან ყველაფერს დ არა რომელიმე ერთ უჯრედს. ზუსტად ეს განურჩეველი მზადყოფნა ნიშანია იდეოლოგიური ზეწოლისა რომელიც მიმდინარეობს ყველა მხრიდან რასაც ოპონენტები სახელს არქმევენ და მას სოციალურ კულტურული ეთიკის რღვევად მიიჩნევენ. და საერთოდაც როგორ არის შესაძლებელი უცხო მოდელების დანერგვა იქ სადაც სოციუმი ამ მოდელებს არ იცნობს თუ არა პროპაგანდის საშვალებით და რომ მოდელში იგულისხმება ის კომპლექსური აგებულება . რომელიც შეიცავს ელემენტებს სოციალურ კულტურული ცხოვრების ყველა სფეროდან. რაიმე ძვრაარასდროს არ ხდება მიზნის გარეშე რადგან ყოველთვის მას სათავეში უდგას მაბიძგებელი მუხტი. საქრთველოში კი სახეზეა პოლიტიკური ინტერესების ფონზე მომხდარი სოციალოურ კულტურულ საზოგადოებრივი ცვლილებები , რომლებმაცმკვეთრად იჩინეს თავი 20003 წლიდან, როცა საქართველოს მართველობის სათავეებში ამერიკის ინტერესების სატელიტი მთავრობა მოვიდა, თუმცა ამის საფუძველი ოთხმოცდაათიანი წლების დროს იყრებოდა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გლობალურმა ძალებმა გეოპოლიტიკური ხედვის სტრატეგიული ხაზი ახალ პოზიციაში დააყენეს და დაიწყეს ამ მიმართულებით ქმედება, გლობალიზაციის პროცესის ხსენების დროს უმეტეს შემთხვევაში ავიწყდებათ მისი ამომავალი წერტილი ანუ სათავე . ეს წერტილი კი უდაოდ სახელდება და აქვს, გეოგრაფიული და პოლტიკური ერთეულის სახელი ამერიკის შეერთებული შტატები. ნეოლინერალიზმის იდელოგიით აღჭურვილი ამერიკული პოლიტიკის, მისი ეკონომიური ბირთვის სტრტეგიული ბრძოლის შედეგია ის., რომ ამერიკულმა ტეხნოლოგიებმა ამერიკულმა კულტურამ და მსოფლ მხედველობამ, დედამიწის უკიდურეს კუთხეებში შეაღწია. გლობალიზაციის იდეოლოგია ამერიკული პოლიტიკურ ეკონომიკური სტრატეგიაა. გლობალიზაცია კი ამერიკანიზციის სინონიმია.
დიდმა კონცერნებმა გლობალიზაციის დინების საშუალებით გაიკვლიეს გზა სხვადსახვა ქვეყნებში მონოპოლიის დამკვიდრების მიზნით , და დაიმკვიდრეს ამით პოლიტიკურ / ეკონომიური ძალა ამ ფროცესში ისინი იძენენ უკვე უფრო მეტ უფლება მოსილებას ვიდრე ქვეყნის ადგილობრივი მაართველობა . გლობალიზაცია აღწევს სოციალურ კულტურული ცხვორების ყველას სფეროში და ნერგავს იქ მისთვის სტრატეგიულ კონსტურკებს.ამ კონსტრუკტის შიგნით კი არსებული ფორმაციები ერგება ყველა პოლიტიკურ სოციალურ კულტურულ სფეროს. გლობალიზციის პროცესი არის ხანგრძლივად დინებადი პროცესი , რომლისმაჩვენებლები სოციალურ/კულტურულ სფეროს ისე ეხება , რომ ცვლილება გამოწვეული ამ შეხებისა მისი დინების გამო თითქოს ერთი შეხედვით დაუფიქსირებელია. ამერიკული ნეოლიბერალიზმი და მასთან დაკავშირებული გლობალოზაცია ნიშნავს ინტერნაციონალურ კონკურენტულ ბრძოლას, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის კონცენტრაციულ პროცესს რომელიც მხოლოდ ამერიკული კორნცერნების და დიდი კონცერნების ფილიალებს სხვა ქვეყნებშიანუ ფართო მაშტაბიან ინტერნაციონალურ ქსელს დაყრდნობილს საბანკო სისტენაზე, ინტერესებს ემსახურება .და ამიტომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკურ სოციალური დისონანსი და მკვეთრი სიღარიბის მაჩვენებელი უცვლელი რჩება. ნეოლიბერალური სისტემა მოქმედებს ყოველთვის მოსახლეობის სიღარიბის ხარჯზე, სადაც სათავეები მხოლოდ და მხოლოდ დიდი კონცერნების და მათი ლობიისტების ხელშია. ამგვარი სისტემის შენარჩუნება წარმოუდგენელია ექსპანსიის გარეშე . ამიტომ ხდება რესურსებისთვის გლობალური მრძოლა რომელიც ხორციელდება სხვადასხბა ქვეყნების ტერიტორიებზე სადაც მართვის სათავეებში მოდიან ამრიკული პოლიტიკის სატელიტი მთავრობები. ეს ხდება სხვადასხვა სახით ომების და ფსოედო რევოლუციების სახით. გლობალური პოლიტიკის ნიადაგისთვის საჭიროა ეთნიური თუ სოციალურ პოლიტიკური კომფლიქტები, რადგან მხოლოდ ამგვარინიადაგის ფონზე შეფარული მოტივებით დადემოკრატიის ლოზუნგით არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა, ამგვარად ის ლოზუნგები რომლებსაცკონიუნკტურა აქვს პრესაში უფლებები დემოკრატია ნება და ასე შემდეგ არის ერთგვარი შირმა , მათ პოლიტიკურ რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ფაქტი ის არის რომ ქვეყნები როგორც პოლიტიკური ერთეულები დანაციონალური სახელმწიფოები კარგავენ მნიშვნელობას. რადგან რეალურად მათ მოქმედების სუვერენიტეტი შეზღუდულია და ექვემდებარებიან გლობალურ საბაზრო პოლიტიკას ანუ ნეოლიბერალურ სისტემას , მისი იდეოლოგიური აკვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ირწეოდა.
თინათინ თევზაძე