ხანძარი იერუსალიმის შემოგარენში – ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია.
ხანძარი იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებულ დასახლებებთანაც. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 29 ეკიპაჟი და 10 ვერტმფრენი.
დროებით მოძრაობა შეიზღუდა მაგისტრალებზე, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. რამდენიმე საათით გადაიდო სარკინიგზო რეისებიც.
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით გააჩინეს.
წყარო: newposts.ge