პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს კენჭი მეორე მოსმენით ეყრება. უმრავლესობა საკუთარი დოკუმენტის დადებით მხარეებზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და მის მიზნად მომავალში პოლიტიკური საბოტაჟის თავიდან აცილებას ასახელებს.
კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში მომავალი წლის თებერვლიდან შევა ძალაში. დოკუმენტის მიხედვით პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსებით და სხვა პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს.
ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვამს.
“რუსთავი2”