სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციები და ადამიანების გატაცებები გრძელდება – სალომე ზურაბიშვილი

სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, გახელაძის მაგალითი არის ასეთი, სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. საოკუპაციო ხაზზე, ფიზიკური მისვლა ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორბელიანების სასახლეში ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

“რეზონანსი”