მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვაქცინების რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ლიეტუვა გადმოგვცემს. ეს არის სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ, სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციით დაიწყო. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე კი, ნაუსედასაოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
“იმედინიუსი”