“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ფავორიტი და “დამრტყმელი ძალა”, თამარ ჩუგოშვილი, მთლიანად “ნაციონალების” პოზიციაზე დგას. გუშინ მან განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილია ორი დოკუმენტი, და სწორედ მეორე დოკუმენტი გულისხმობს ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას:
“ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში მართლმსაჯულების ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს და შესაბამისი ინსტიტუციების მხრიდან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები ბევრს ვერ ისაუბრებენ, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები – გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო და რომელმაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო ნეგატიურ კონტექსტში, ამ საქმეებზე გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რადგან სხვანაირ შედეგს არ ველოდები იმიტომ, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება მმართველი გუნდისთვის და ქვეყნისთვისაც იქნება დამაზიანებელი. ჩემი ხელმოწერით მაქვს დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც ის ცვლილებები, რაც არის და იქნება შემოსული კენჭისყრაზე. მე, ყველა შემთხვევაში, ხმას მივცემ და მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ რომელიმე ნაწილი შეთანხმების არ შედგეს და შესაბამისად, ხელისუფლებას დაბრალდეს ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ჩაშლა”- მუქარანარევი ტონით საუბრობს ჩუგოშვილი.
საინტერესოა, ჩუგოშვილის იდეური და სულიერი სოროსელი “ძმები”, თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და კიდევ უფრო წვრილფეხა ლიბერალები როდის გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სიმპათიებსა და ზრახვებს.