– “მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
– “ვაქცინების რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ლიეტუვა გადმოგვცემს. ეს არის სოლიდარობის ნიშანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ, სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციით დაიწყო. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს ასევე გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
წყარო: ptn.ge