საპარლამენტო მანდატს თუ არ იყენებს ესა თუ ის პარტია, არ შეიძლება მას დაფინანსება შეუზღუდო – ბოკუჩავა

საპარლამენტო მანდატს თუ არ იყენებს ესა თუ ის პარტია, არ შეიძლება მას დაფინანსება შეუზღუდო – თინა ბოკუჩავა.

“ეს არის პირდაპირ რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ” – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

– “არ შეიძლება, იმის გამო, რომ საპარლამენტო მანდატს არ იყენებს ესა თუ ის პარტია შეუზღუდო მას დაფინანსება, საეთერო დრო და ინსტრუმენტები, რომ პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

წყარო: ptn.ge