სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ პოზიციებს გეღარქუნიქის პროვინციაში იერიში მიიტანა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღმდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს. სომხეთი აცხადებს, რომ მათ მხარეს დაშავებული არავინაა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანელები სომხური პოზიციებისკენ 30 წუთის განმავლობაში ისროდნენ.
წყარო: ptn.ge