გახარია მარგველაშვილისთვის “სილის გაწნაა”

GUARDIAN.GE დღევანდელი პრემიერის დანიშვნა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სამართლიანი პროტესტი, ამ პრემიერის დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, ეს არის სილის გაწვნა, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

მარგველაშვილისთვის გაუგებარია, საქართველოს პარტნიორები, რომლებიც ვითარებას ხშირად აფასებენ, გამოუძიებელ საკითხზე – მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე კომენტარს რატომ არ აკეთებენ.

„მაგრამ იცით, მე რა მაინტერესებს? ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ხშირად აფასებენ ვითარებას და ხშირად გვიწერენ ნიშნებს ამა თუ იმ საკითხზე და ხშირად კომენტარებს აკეთებენ, რომ გამოვიდნენ მაშინ და თქვეს, რომ უსწრაფესად უნდა დასრულდეს 20 ივნისის დარბევის გამოძიება და ჩვენ ველოდებით ამ გამოძიებას, გამოუძიებელ საკითხზე – მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე, ერთი კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ? შეიძლება პარტნიორი ხარ და თქვა, რომ მე არ ვერევი ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ როცა შენ ამაზე კომენტარი გაკეთებული გაქვს, რომ ელი გამოძიებას, გამოუძიებელი საქმის ფიგურანტის დაწინაურებაზე რატომ არ არის კომენტარი?!“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.