მისი საკადრო პოლიტიკა არა მხოლოდ გამანადგურებელია ქვეყნისთვის, არამედ ვნებს ყველას
და ყველაფერს!
გახარია ეს მისი ბოლო უდიდესი შეცდომაა
(მაგრამ არა უკანასკნელი)!
მე ახლა მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ
და ეს შეფასება არ ეხება მის პირად საქმიანობას,
მის სიმდიდრესა და კერძო ადამიანური ქცევის მხარეს, –
ეს ყველაფერი მისი პირადი საქმეა. არავის აქვს უფლება, პირად მხარეზე საუბრისა!
მე ვაფასებ საჯარო პირს.
მას კი გამანადგურებელი შეცდომები მოსდის მხოლოდ იმის გამო, რომ
(ა) მან არ იცის კაცის წესიერების,
ნიჭისა და შრომის ფასი,
რასაც საფუძვლად უდევს ის,
რომ
(ბ) მან ზოგადად არ იცის წესიერების, ნიჭიერებისა და შრომის ფასეულობის არსი და ფასი!
(გ) მან არ იცის, რომ პროფესიონალიზმი, ვინც შეძლებს ამ დონემდე საკუთარი შრომით ამაღლებას, ადამიანს ფილტრავს, უჩენს მას პროფესიულ წესიერებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
ასეთ ადამიანებს საკუთარ ჭკუაზე ვერასდროს ატარებ,
რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან,
და
არც უნდა მოინდომა მათი ტარება: თავად იციან საქმე როგორ გააკეთონ და საქმის მოსურნე კაცთან წესიერი თანამშრომლობა მათ არავისგან ესწავლებათ!
სწორედ ეს განაპირობებს მის გარემოცვაში მაამებლების,
გაუკუღმართებული აზროვნების ადამიანებისა და
ყმურად მორჩილი ხალხის სიმრავლეს, რომლებიც ყველაფერ ამ დამამცირებელ მდგომარეობას მხოლოდ იმიტომ ითმენენ გარკვეულ დრომდე, რომ კარგად უხდიან, ანუ იყიდებიან!
მაგრამ ყველა კრისას ერთი და იგივე თვისება აქვს:
როცა გემი დაძირვას დაიწყებს, ისინი კაპიტანს და გემს უმოწყალოდ ატოვებენ!
ვიღაც არარაობას რომ მოიყვან და ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე დასვამ, დიდ ფულს აშოვნინებ და
სიყალბის კულტივირების საშუალებას მისცემ,
მისი მწირი გონება ვერ უძლებს მიღწეულ ”წარმატებას” და გონება ემღვრევათ!
ნუთუ, ამდენი ხანი ვერ მიხვდით, რომ
არ შეიძლება არარაობების მეშვეობით საქმის კეთება, – ცხადია, თუ საქმის კეთება მართლა გსურთ!