ამის შემდეგ, ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილებისგან რა უნდა გაგიკვირდეს?! – სანდრო ბრეგაძე

ტვ პირველი ‼️
ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამამხობელი-პუტჩისტი თაკო ჩარკვიანი რომ დასვით ეთერში და ჩემს თავს ალანძღვინებთ – რა ხდება?

კარგი ეთერი დაგვიკეტეთ – დაგვიკეტეთ,ეს თქვენი ნებაა,მაგრამ როდესაც თენგიზ კიტოვანის თანამებრძოლი პუტჩისტი მლანძღავს,პასუხის გაცემაც ვერააა…
ესაა თქვენი ევროპული დემოკრატია და თავისუფალი პრესა …
თავად გაგეცინათ – არა ….
მოკლედ რაღა უნდა ვთქვა – საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ტყე-ტყე მოსაკლავად დასდევდნენ,ქვეყანა მხედრიონს ჩაუგდეს სათარეშოდ,აფხაზეთი გაყიდეს,შევარდნაძის კარისკაცობის საფასურად მთელი საქართველოს სიმდიდრე ხელში ჩაიგდეს,პირადად მე 18 წლის ბავშვს 1992 წელს ეს მოღალატე პუტჩისტები მოსაკლავად დამსდევდნენ -ჩემსავით უამრავი ოჯახი ააწიოკეს და კიდევ ამათ უნდა ველოლიავოთ ❓❓❓
დიახ, პუტჩისტი ბრძანდებით ქალბატონო თაკო, საქართველოს დამაქცევარი და ამომგდები,იმ უდიდესი ცოდვის მატარებელი,რომელსაც კანონიერი ხელისუფლების რუსის ჯარით დამამხობელი და ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში თანამონაწილეობა ეწოდება.ასეა ეს და ვერაფერს შეცვლით – ჩემის მხრივ ერთს ვიტყვი – არცერთი პუტჩისტის ადგილი არაა არც პარლამენტში და არც ხელისუფლებაში ‼️

P.S. ისე ეს კომუნისტური პარტიის ცკ-ს და რუსეთის მუშათა პარტიის ნომეკლატურშიკები და წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები ზვიად გამსახურდიას ჭორს უვრცელებდნენ კგბ-ს აგენტიაო და ამის შემდეგ ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილებისგან რა უნდა გაგიკვირდეს – ესენი ? ესენი ყველაფერს იკადრებენ და დააბრალებენ ადამიანს ‼️

სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი, “ქართული მარში”