ჟურნალისტ დავით ხვადაგიანის მოწოდება ფეხბურთის გულშემატკივრებისადმი

 როგორც ცნობილი ხდება, 26 მარტს ევრო-2020 ფლეი-ოფის მატჩი ,,დინამო-არენაზე,, საქართველოს და ბელარუსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, მაყურებლის გარეშე ჩაივლის. გადაწყვეტილება უეფა-ს ცენტრალურ ოფისში შვეიცარიულ ქალაქ ნიონში იქნა მიღებული.
   ქართველი სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი გამოდის ინიციატივით, რომ გაყიდული 55 000 ბილეთში დახარჯული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართონ.
 – “ხომ არ იქნებოდა უპრიანი და სოლიდარობის გამომხატველიც, რომ ბილეთებიდან შესული თანხა მოხმარდეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას? აქ საუბარი მაქვს თვითშეგნებაზე და სოლიდარობაზე” – დასძენს ხვადაგიანი.
ბექა კვიციანი