რატომ ჩაშალა რუსეთმა ნავთობზე შეთანხმება ალ-საუდებთან და რა შეიძლება, ამას მოჰყვეს?

რუსეთი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციის, OPEC-ის წამყვან სახელმწიფოს, საუდის არაბეთის დიქტატურას უპირისპირდება ეკონომიკურად და ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარს აცხადებს. ერ-რიადი მკვეთრ საპასუხო ზომებს აანონსებს და ევროპას იაფ ნავთობს სთავაზობს რუსების ჯიბრზე.

საქართველოში ბევრ ადამიანს, მათ შორის, “ექსპერტს” ჩაუდეს თავში “ჭეშმარიტება”, რომ 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კრახი აშშ პრეზიდენტ რეიგანისა და საუდების დიქტატურის გარიგების შედეგად ჩამოიშალა, როდესაც ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა. გარდა იმისა, რომ ეს მაშინდელ ვითარებაშიც ნაკლები სიმართლეა, დღეს მით უმეტეს არ ელოდება რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლა საუდეთის მკვეთრი მოძრაობების გამო.

ცდილობს თუ არა რუსეთი, თავისი გადაწყვეტილებით გააკოტროს ამერიკული ფიქალის გაზის მომპოვებელი ინდუსტრია? რუსეთის ბიუჯეტის რამდენ პროცენტს უზრუნველჰყოფს ნავთობის გაყიდვა და  საუდის არაბეთის ბიუჯეტი ნავთობზე რამდენად არის დამოკიდებული?.. იხილეთ ვ ი დ ე ო :