ეკლესიის და პატრიარქის დაკნინება არაფერს კარგს არ მოგვიტანს ქართველებს! – ნანა რეხვიაშვილი

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ეკლესიის და პატრიარქის დაკნინება არაფერს კარგს არ მოგვიტანს ქართველებს! საქართველომ 1783 წელს ხელი მოაწერა ტრაქტატს, სადაც მერვე პუნქტში, საქართველოს პატრიარქი ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში და იგი მერვე ადგილზეა გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ! საქართველომ ამით დაკარგა ავტოკეფალია, (მიუხედავად ერეკლეს თხოვნისა ეს პუნქტი არ შეიცვალა და საქართველომ ხელი მაინც მოაწერა). საქართველო იქცა რუსეთის გუბერნიად.( რამდენიმე სახანოდ იყო დაყოფილი და მოსახლეობაც 630 ათას შეადგენდა სულ.) ტრაქტატის შექმნაში მონაწილეობას იღებდა იმდროინდელი პატრიარქი ანტონი პირველი, ერეკლეს მამიდაშვილი, რომელიც 24 წლის აკურთხეს პატრიარქად (რაც ასევე უდიდესი შეცდომა იყო) და რომელმაც შემდგომში ჩუმად მიიღო კათოლიკობა, რაც აღიარა კიდეც მას შემდეგ რაც ის ამხილეს, მისთვის რომის პაპი იყო უმაღლესი იერარქი….სიცოცხლის ბოლომდე დარჩა კათოლიკედ. ანუ მიზეზი იმდროინდელი საქართველოს დაკნინებული მდგომარეობისა არის ეკლესიის მეთაური, რომელიც ცდილობდა კათოლიკობა დაემკვიდრებინა მართლმადიდებელ საქართველოშიც. (მართლმადიდებლების და კათოლიკეების გზები მე-10 საუკუნეში სამუდამოდ გაიყარა).
იმ ტრაქტატიდან 238 წელი გავიდა და დღეს მივიღეთ ახალი, “შარლ მიშელის ტრაქტატი”, სადაც ხელი თავიდან მოვაწერეთ მონობას!!! დღეს უკვე ევროპის გუბერნიად ვიქეცით და თავის მხრივ არც ამერიკა თმობს თავის პოზიციებს…..ვერავინ გრძნობს და ხედავს დამოუკიდებლობის ნიშნებს (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა). დღეს, ის ევროპა და ამერიკა, რომელებმაც მწვანე შუქი აუნთეს მამთმავლობას და ერთსქესიანთა ქორწინებასა და ჯვრისწერას, თავისი არასამთავრობო ორგანიზეციებით და სპეციალურად გაწრთვნილი ლეკვებით, არნახული ძალებით უტევენ საქართველოს ეკლესიას, ოჯახის სიწმინდეს. ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად პატარა ბავშვებს იყენებენ….
გჯერათ ამის თუ არა, არ აქვს მნიშვნელიბა, ღმერთი არ გვაპატიებს იმას რაც დღეს ხდება, (ისევე როგორც არ გვეპატია გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერა და საქართველოს ეს მაშინ ძალიან ძვირი დაუჯდა, თუმცა ყველაზე მთავარი რისი შენარჩუნება მაინც მოხერხდა გაუქმებული ავტოკეფალიის ფონზე, ეს ჩვენი სარწმუნოებაა და მასთან ერთად სახელმწიფოებრიობაც) და თუ დღეს ამ ყველაფერს შევეგუეთ და თვალები დავხუჭეთ, აუცილებლად დავისჯებით!