დადგა ის დრო, რომ შევრიგდეთ, ვუთანაგრძნოთ ერთმანეთს და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება !

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბურთალოს რაიონის წარმომადგენელი, პოეტი ზაზა ნეფარიძე სოციალურ ქსელში  შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ყოველგვარ ჭირს,ბოროტს , შავბნელ ძალას ეშინია სიკეთის, ადამიანის კარგ პოზიტიურ ხასიათზე ყოფნის !
ამიტომ დადგა ის დრო, რომ შევრიგდეთ ,ვუთანაგრძნოთ ერთმანეთს და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება !
გადახედეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას როგორ ეფერებიან ერთმანეთს – იტალიელებმა კი საერთოდ თავიანთ ჩვეული სასიამოვნო, პოზიტიური გადარეული ტემპერამენტით კიდევ ერთხელ თქვა თავის სიტყვა : ვუყურებ აივნებიდან გადმოფენილ მათ სახელმწიფო დროშების ფონზე იზოლირებული ხალხის მომღიმარე სახეებს ,ვუსმენ ამღერებულ ხალხს და სიხარულისგან ცრემლი მომდის !
თან გულის სიღრმეში რაღაცნაირად ვსევდიანდები , რადგან ვიცი რომ არანაკლები საოცარი ფესვები მაქვს და ჩემი ხალხის თვალებზე : ცრემლის ,ვაი-ვაგლახის,გაუთავებელი ლანძღვა -გინების,გაუტანლობის,ცილისწამების,დაუნაყრებელი ,ფარისეველი პოლიტიკოსების, ბიზნესის წარმომადგენლების პიარის – იმის იმედით რომ რაღაცა სარგებელს მიიღებს მათგან , ვერაფერს ვხედავ და ვისმენ ! კიდევ კარგი რომ არიან პოლიტიკაშიც , ბიზნესშიც წესიერი , სუფთა ადამიანები , მაგრამ სამწუხაროდ ასეთები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია …..
მერწმუნეთ ძვირფასებო, ერის გამთლიანებისთვის და კეთილდღეობისთვის ამაზე უკეთესი შანსი აღარ მოგვეცემა …
ერთად ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ !
იცვლება მსოფლიო , ნურავინ მოგატყუებთ რომ : ევროპას ,რუსეთს ,ამერიკას ან ნებისმიერ ქვეყანას ახლა ჩვენი დარდი აქვს – სხვისი ხელებში შემყურენი რა დღეშიც ვართ ხედავთ ….
ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენივე ქვეყანა და მივხედოთ საკუთარ თავს !
” ზოგი ჭირი მარგებელიაო ” უთქვამთ წინაპრებს და აჰა აგიხდეს ასე ყველაფერი – ჩავკეტეთ საზღვრებიც , ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა აზრზე რომ არ ვიყავით ,რამდენი გადამთიელი გახდა უკანონოდ საქართველოს მოქალაქე ვინ მოსთვლის ამ 30 წლის განმავლობაში , ქართული ენაც რომ არ იციან ისეთები – ადამიანები კი ვინც ამ სახელმწიფო ღალატში არიან გახვეულნი – უსინდისოდ ემზადებიან არჩევნებისთვის და იმედიც ააქვთ რომ შევლენ პარლამენტში !
არ ააქვს მნიშვნელობა პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია ( ნუ დამიდებთ გთხოვთ ლანძღვა – გინების და ერთმანეთზე გადაბრალების კომენტარებს ,თუ საერთოდ წაიკითხეთ ეს პოსტი – წავშლი უდიერ ,ბილწ კომენტარს – ყველას მიგვიძღვის ბრალი, ვიცით ეს თავადაც და არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი …)
რაც შეეხება საზღვრების გახსნას გარკვეულ ქვეყნებთან აწი ვფიქრობ ხალხის ნებით და რეფერენდუმით უნდა მოხდეს , სწორედ ესაა შანსი ქართველი ხალხის, რომ შეიცნოს ფარული მტერი რომელიც დიდიხანია უზის უბეში და სწოვს სისხლს ჩემს დალოცვილ , ტანჯულ ქვეყანას !
მხოლოდ სულით , ხორცით ქართველი და ქართველებს შესისხორცებილი ნებისმიერი ერის წარმომადგენელი (ვენაცვალე მაგათ ! )გაიგებს რაც დავწერე და რის თქმაც მინდოდა
რამეთუ ჩემთვის ყოველგვარი ძალადობა,რასიზმი და ფაშიზმი მიუღებელია იცით თავადაც ვინც მიცნობთ !
ვიცი ბევრს მოხვდება გულზე მაგრამ ჩემთვის ,ჩემი ხალხი და ქვეყანა ყველაფერზე მაღლა დგას – ოჯახზეც კი !
გეფერებით აბსოლიტურად ყველას ,განურჩევლად ერისა და ბერისა , პოლიტიკური შეხედულებისა ვისაც ჩემი სამშობლო და ხალხი გიყვართ !
გრამატიკული შეცდომებისთვის პატიებას ვითხოვ მომიტევეთ.
პატივისცემით
თქვენი –
ზაზა უკა ნეფარიძე
14.03.2020- წერს ნეფარიძე.