საერთაშორისო მედია სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და მედიაციის პროცესში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას.
საერთაშორისო მედია სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და მედიაციის პროცესში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განახორციელა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში“ – წერს europapress-ი.
როგორც Lefigaro წერს, „ბატონი ღარიბაშვილის პრეს-სამსახურის ინფორმაციით გათავისუფლებული პირები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაიგზავნებიან სომხეთში“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლ ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმულიტერიტორების შესახებ ინფორმაცია გადასცა.
ევროპულის საბჭოს პრეზiდენტი მიესალმება ნდობის აღდგენსკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს და მისი თქმით ევროკავშირი ბოლომდეც დაუჭერს მხარს აღნიშნულ ძალისხმევას. თავის მხრივ, რუსეთიც მიესალმება აღნიშნულ ფაქტს“ – აღნიშნულია Lefigaro-ს სტატიაში.
„საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, 15 დაკავებული აზერბაიჯანელი გადაეცა სომხეთის მხარეს“ – ასე გამოეხმაურა პოლონური პრესა აღნიშნულ საკითხს.
„მოსკოვმა და ვაშინგტონმა გამოხატეს კმაყოფილება სომეხი პატიმრების გათავისუფლების გამო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებებისადმი ერთგულებისთვის. აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო რუსეთი, აშშ, საქართველო, ევროსაბჭოს და ევროკავშირის პარტნიორები“,- ნათქვამია პოლონური მედიის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.
– “აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით გაფორმდა, ერევანმა ბაქოს კონფლიქტის ზონაში მდებარე დანაღმული ველების რუკები მიაწოდა“ – წერს kresy.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს როლზე, ნიდერლანდებში დაფუძნებული ფონდის LinksEurope-ის მიერ შექმნილი ვებ-გვერდებზეც წერენ.
წყარო: itv.ge