ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – დაშავებულია “ვოლტის” კურიერი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილიში, აღმაშენებლის ხეივანზე . შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ვოლტის“ მოტოციკლი შეეჯახა. „ვოლტის“ კურიერი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაიყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ეუქრება. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

“ალია”