ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაორება დამაკმაყოფილებელია.
წყარო:„ინტერპრესნიუსს“