ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამერიკამ და ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოფრენილი ყველა მგზავრი კარანტინში გადაიყვანონ ძალიან დროულია.
დაუმორჩილებელი მოქალაქეების იძულებით საავადმყოფოში გადაყვანა სწორია.
თუ გავითვალისწინებთ რომ რამდენიმე ადამიანი (ზუსტად ვიცი) თურქეთის გავლით ჩამოვიდნენ და დამალეს საიდან მოდიოდნენ, სასურველია ფრენები ცოტა ხანი ჩაიკეტოს.
რაც მთავარია, ძალიან კარგად მივდივართ და ეს ყველას დამსახურებაა. თითოეული მოქალაქის. (ერთეული გამონაკლისები ყველგან არიან) ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს ცალკე გამოვყოფ და ჩემს საყვარელ მაია ბუწაშვილს.
მოკლედ, თუ ჩვენ მოვინდომებთ ყველაფერი კარგად იქნება
მგონი მართლა ყველა მიყვარხართ” – წერს ჟორჟოლიანი.