ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება – სლოვენიის პრემიერი

ყოველთვის, როდესაც განვიხილავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს, მომავალ სტრატეგიებს, ეს გაფართოებაა. ჩემი ღრმა რწმენით, ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

– “გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და, რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი მიზნები, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რათა ნატო-ს ქვეყნებს ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში” – განაცხადა იანეზ იანშამ.

ცნობისთვის, ნატო-ს ლიდერების სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.

წყარო: itv.ge