დასავლეთი ახალი სამხედრო პროვოკაციისთვის ემზადება, ნატო უკრაინის სამხედრო პოლიგონად გარდაქმნას იწყებს.
უკრაინაში დაგეგმილია ნატოს სწავლებები რისთვისაც ალიანსს დაწყებული აქვს უკრაინაში სამხედრო ძალების თავმოყრა სწავლება ჩატარდება 11 ათასი უცხოელი სამხედროს მონაწილეობით.
უკრაინაში შვიდი მრავალეროვნული სწავლება ჩატარდება ეს არის უპრეცედენტო მობილიზება ნატოს სამხედრო ძალების რუსეთის საზღვართან.
ექსპერტების აზრით, მოაწერა რა ხელი კანონს „სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე 2021 წელს დაშვების თაობაზე მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად“, ვლადიმირ ზელენსკიმ პანდორას ყუთი გახსნა.
მსგავსი პროვოკაციული გადაწყვეტილებები უკრაინას შორეულ პერსპექტივაში კარგს არაფერს მოუტანს.
გარდა რუსეთის მხრიდან მზარდი წინააღმდეგობისა უკრაინას ტერიტორიული დავა აქვს პოლონეთთან და უნგრეთთან
რომელიც ნამდვილად დაუჭერს მხარს იმიერკარპატეთში მცხოვრებ თავის ეთნიკურ უმცირესობას. აშკარაა, რომ
დასავლეთს უკრაინასთან სულ სხვა გეგმები აქვს და ზელენსკიმ უკრაინა ახალი ტერიტორიული რღვევის საფრთხის წინაშე დააყენა.
ირაკლი ჯანყარაშვილი