თუ შემოდგომამდე ბევრი მოქალაქე აიცრება, მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ შემოდგომამდე ბევრი მოქალაქე აიცრება, მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ შემოდგომამდე მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, მაშინ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა საქართველოს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს.

– “დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ ორჯერადი ვაქცინაციის (ფაიზერი, ასტრაზენეკა) შემდეგ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, 92-96%. მთავარია შემოდგომამდე ჩვენი ბევრი მოქალაქე აიცრას, ეს იქნება გარანტი იმის, რომ მეოთხე ტალღა სერიოზულ ზიანს ვერ მოგვაყენებს. აიცერი!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი თავის სოციალურ ქსელში.

წყარო: ptn.ge