საზღვარს საქართველო რუსეთთან შეთანხმებით, კეტავს

ბოლო, გადაადგილებისთვის თავისუფალი მიმართულება ჩვენს სამეზობლოში, რუსეთის ფედერაცია, ხვალიდან, 16 მარტიდან, კორონავირუსის საფრთხის გამო იკეტება.

ეს მოხდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და კარასინ-აბაშიძის სატელეფონო საუბრის შედეგად დადასტურდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება შეუზღუდავად შეეძლებათ ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეები დაუბრკოლებლივ დაბრუნდებიან რუსეთში.

16.03.2020. მოსკოვიდან მიღებული დაზუსტებული ცნობით, რუსეთის მთავრობას ამ მომენტისათვის არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვას ცალმხრივი ხასიათი აქვს და იგი ქართული მხარის ინიციატივაა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.