რატომ ატირდნენ ლევან რატიანი და თიკა ფაცაცია პირდაპირ ეთერში

გადაცემაში „ექიმები,” რომლის წამყვანებიც ლევან რატიანი და თიკა ფაცაცია არიან, პირდაპირ ეთერში ცრემლი ვერ შეიკავეს და ატირდნენ.

„ეს ვიდეო ძალიან რთული სანახავი იყო. ცრემლების გარეშე მეც გამიჭირდა, იმიტომ, რომ მამების ამბავი იყო და ძალიან მეცნო ეს განცდები, რაზეც ჩვენი გმირები საუბრობდნენ. მამაჩემიც ინფიცირებული იყო და ლევანთან (პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში) იწვა. მახსოვს ჩემი თავიც, სატელეფონო ზარი როგორი მნიშვნელოვანია – მეორე მხრიდან გიპასუხებენ თუ არა. როდესაც პასუხობენ, ძალიან დიდი ბედნიერებაა. მთავარი იმედი არიან ექიმი”, – ამბობს თიკა ფაცაცია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ექიმს საკუთარი ემოციების პაციენტთან გამოხატვის უფლება არ აქვს.

„ადამიანები ვართ ჩვენს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ძნელია, როცა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბრძოლაში არის შემთხვევა, როცა ექიმი და პაციენტი ერთად აგებს ბრძოლას. ამ დროს შენც გიჩერდება გული. ესა განცდა, რომლის გამოხატვა ძალიან ძნელია. მაგრამ, ჩვენდა საბენდიეროდ, მე პირადად პანდემიის პერიოდში გამოვიმუშავე, რომ მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ და დანარჩენი ღვთის ნებაა. იქვე ვიფარებ ხოლმე ფარდას და ახალი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი.

ძალიან ცუდი პერიოდი დაგვიდა. არამარტო ჩვენ, მთელ კაცობრიობას. გვიღირდა კი ამ პერიოდში სიცოცხლე? დამისვამს ეს კითხვა ჩემი თავისთვის და მითქვამს, რომ კი, 10-დან 8 გადარჩენილი სიცოცხლე ეს ექიმების დამსახურებაა”, – ამბობს რატიანი.

 

“რეზონანსი”