25 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის.
გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრებს 25 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ 25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლა ნებისმიერი მიზეზით შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებმა გერმანიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით.
გარკვეული შეზღუდვები იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენარჩუნდება, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია.
წყარო: itv.ge