მესიმ ნონას მაისური გამოუგზავნაო…მიმაჩნია, რომ ჭადრაკი არატოლერანტური და ფაშისტური თამაშია – დაათ ცაბაძე

მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნაო…
მიმაჩნია, რომ ჭადრაკი არატოლერანტური და, პირდაპირ ვთქვათ, ფაშისტური თამაშია.

ფიგურების თეთრებად და შავებად დაყოფა სეგრეგაციის ნიშნებს შეიცავს. ის, რომ ყოველთვის თეთრები იწყებენ – ღია რასიზმი და თეთრი სუპრემატიზმის დეკლარირებაა.
მთავარი ფიგურა, “მეფე” აშკარად მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რაც უდავოდ მასკულინური აზროვნების და სექსიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ლაზიერის გენდერული იდენტობა აფიშირებული არ არის, სავარაუდოდ, იგი ბისექსუალია და ამის დამალვა უწევს, რომ პატრიარქალური საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს.
“კუ” და “ცხენი” კი ცხოველთა ძალადობრივი ექსპლუატაციის სიმბოლოები არიან…
სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებას.

 

დაათ ცაბაძე, პუბლიცისტი