“ეს ის ექიმია, ვისითაც ქვეყანა იამაყებს… ის კი არის სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­ცაემა” – ქართველი ექიმები

“იმე­დის” გა­და­ცე­მა “პრა­იმ შო­უ­ში” ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძი­სა და გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის და­პირ­პი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა.

გა­და­ცე­მის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­და­საჭ­რი უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა. სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ასე­ვე გი­ორ­გის კო­ლო­გებ­მა, ექი­მებ­მა და რე­ზი­დენ­ტებ­მა:

ზაზა წე­რე­თე­ლი: “მო­იწ­ვიო გა­და­ცე­მა­ში ქ. თინა თო­ფუ­რია და ან­ტი­ვაქ­სე­რულ ფან­ტა­ზი­ას გა­ქა­ნე­ბა მის­ცე… და შემ­დეგ იმა­ვე გა­და­ცე­მამ აკ­რი­ტი­კოს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე ცდი­ლობ­და მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­თის მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას… არის ამა­ში რა­ღაც პრა­იმ­ტა­ი­მე­ი­სე­ბუ­რი და ტევე იმე­დი­სე­ბუ­რი, თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა ამ გა­და­ცე­მას და მის წამ­ყვანს არ­ჩევს და… თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი როლი კი შე­ას­რუ­ლეს, და მათ­ზე სა­უბ­რო­ბენ კი­დევ ერთხელ, სხვა არ მგო­ნია მაგ გა­და­ცე­მას რა­ი­მე ოდეს­მე აინ­ტე­რე­სებ­და”.

გი­ორ­გი დო­ლი­ძე: “ჩემი მხარ­და­ჭე­რა გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს. აკა­დე­მი­უ­რი, ნა­კი­თხი, მტკი­ცე ხა­სი­ა­თის და პა­ცი­ენ­ტე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ანს. ეს ის ექი­მია, ვი­სი­თაც ქვე­ყა­ნა ია­მა­ყებს”.

გი­ორ­გი ფხა­კა­ძე: “სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი ჩემს კო­ლე­გას! ახალ­გარზდა კო­ლე­გე­ბი – ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი! მე ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გა, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე წარ­მა­ტე­ბას!!! მისი რამ­დე­ნი­ნე ვი­დეო მაქვს ნა­ნა­ხი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ უხ­სნის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვებს და რაც მე ვნა­ხე, სუ­ბორ­დი­ნა­ცია (რაც მე­დი­ცი­ნა­ში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი) ჰქონ­და და­ცუ­ლი და პირ­ველ­წყა­რო­ე­ბი (მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით მე­დი­ცი­ნა­ზე დგას თანზმედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა) აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი/ნახ­სე­ნე­ბი. ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ უფრო მეტი ასე­თი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გა გვყავ­დეს მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გში… თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა დგას: უწყვეტ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ხა­რის­ხის მუდ­მი­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე”.

იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი: “გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე ახალ­გაზ­რდა ექ­მია. ეს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­გე­ბით, ქარ­თუ­ლი მო­ნათ­მფლო­ბე­ლუ­რი გა­გე­ბით კი ექი­მი რე­ზი­დენ­ტია ონ­კო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც იქეთ იხ­დის ფულს რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში. ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ა­ლო­ბაა. სულ სხვაა ქარ­თუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბა. ამ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ცო­ცხლობს და არ­სე­ბობს პა­რა­ლე­ლუ­რად იმი­სა, რა­საც კონ­სერ­ვა­ტი­ულ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ა­სივ­რცე გვიჩ­ვე­ნებს, აი ამ ახალ და არა­მარ­ტო ახალ­გაზ­რდულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცის რე­ა­ლო­ბა­ში. გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და მო­კაშ­კა­შე ვარ­სკვლა­ვია. კი­დევ ერთხელ გთხოვთ, მისი გვერ­დი ნა­ხოთ, კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გვერ­დია სე­რი­ო­ზულ თუ სა­ინ­ტე­რე­სო თუ სამ­ხი­ა­რუ­ლო თე­მებ­ზე.

არა, გი­ორ­გი გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია, აქვს სა­უ­ცხოო რე­შერ­ში, აქვს გა­სა­გე­ბი ენა და დიდი პე­და­გო­გი­უ­რი ნიჭი. ამი­ტო­მა­ცაა ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი. ამი­ტო­მაც, ჩემო გი­ორ­გი, გა­მო­ი­ყე­ნე ეს შენი პო­პუ­ლა­რო­ბა და იბ­რძო­ლე ამ შენი და შენ­ნა­ე­რე­ბის და­კა­ბა­ლე­ბი­სა და და­მო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შევ­ქმნათ ადა­მი­ა­ნუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სი ექი­მის და­ხე­ლოვ­ნე­ბის სის­ტე­მა”

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი: “ბოღ­მის სა­ჯა­როდ ნთხე­ვის მას­ტერკლა­სი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია! იმე­დია ამ კარგ და თავ­და­დე­ბულ ადა­მი­ანს ბო­დიშს მო­უხ­დი­ან უს­წრა­ფე­სად ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო თავ­დას­ხმის გამო”

გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე: “დღეს მე­დი­ცი­ნა ბიზ­ნე­სია, ექი­მებ­მა იგ­რძნეს საფრ­თხე, როცა ბევ­რად კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას! გი­ორ­გი წარ­მა­ტე­ბე­ბი! ”

თა­მუ­ნა მჟა­ვა­ნა­ძე: “სო­ლი­და­რო­ბა ჩემს მე­გო­ბარს, კო­ლე­გას, უნი­ჭი­ე­რეს, შე­სა­შუ­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე და მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს. “ცუ­დას რად უნდა მტე­რო­ბა კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნი’’. ვაჟა-ფშა­ვე­ლას ამ სი­ტყვებს შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­მარ­ტა­ვენ: “შენ ქმნი ღი­რე­ბულს და ამი­ტომ გყავს მო­შურ­ნე მტრე­ბი, ამას უნდა შე­ე­გუო და ია­მა­ყო კი­დეც. ესაა მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია, რო­მე­ლიც მტრე­ბის ყო­ლის დის­კომ­ფორ­ტს აბა­ლან­სებს. გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე “სულ ზე­ვით, ზე­ვით, მაღ­ლა და მაღ­ლა”.

ბექა ბახ­ტა­ძე: “სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ზი­დენ­ტუ­რა იქ­ნე­ბა ფა­სი­ა­ნი, ანუ-6 წლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის შემ­დეგ რე­ზი­დენტს კი­დევ მო­თხოვ ფუ­ლის გა­დახ­დას პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა­ში, მა­ნამ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. ეს პირ­და­პირ აკ­ნი­ნებს რე­ზი­დენ­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს და, რა თქმა უნდა, ქი­ლი­კით უყუ­რე­ბენ რე­ზი­დენ­ტებს მა­ვან­ნი. ხა­რის­ხი, გა­მოც­დი­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, პრო­ცე­დუ­რე­ბი, ტრე­ი­ნინ­გის სტან­დარ­ტი­ზა­ცია ა.შ. ეგ ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია ამას­თან შე­და­რე­ბით. ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ ეგუ­ე­ბი­ან რე­ზი­დენ­ტე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს, ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო!”

და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი: “ეს სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­ცა­მა… ეს სა­მარ­ცხვი­ნო არხი…”