სათქმელი მიკიბვ-მოკიბვის , ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე უნდა ითქვას:
რატომ ჰგონია მავანს და მავანს, თუ პროცესებს რეალურად აფასებ და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევ, მაინცდამაინც პრორუსი უნდა იყო?!
რა უბედურებაა მაინც ეს „პრო“-„პრორუსი“ , “პროდასავლელი“, „პროამერიკელი“?!
რატომ ჰგონიათ „ოცნებისტებს“, თუ მათ ვაკრიტიკებ, მაინცდამაინც „ნაციონალების“ წისქვილზე ვასხამ წყალს და დოლაბსაც ვატრიალებ , ანუ , „ნაცების “მხარდამჭერი ვარ?!ან პირიქით, თუ „ნაცებს“ და ბოლომდე გაკოტრებულ-გამარგინალებულ ოპოზიციას ვაკრიტიკებ, , მაინცდამაინც „ოცნებისტი “ ვარ და მათგან წყალობას ველოდები?!
თუ უხეშად ვიტყვი, სწორედ ასეთი „ნარატივი“ გახლავთ ე,წ,„პროდვინუტობა“-არა მარტო სიმართლის თქმის და ყველაფერზე საკუთარი სახელის დარქმევის, არამედ, სიმართლის მოსმენისაც გეშინიათ „პროდასავლელო“ ბედოვლათებო და იხრჩობით და იტანჯებით სიცრუის წუმპეში!
არ მესმის, რატომ უნდა მივიღო ყველაფერი უკრიტიკოდ, რატომ უნდა ვიყო ე.წ. „დასავლური ღირებულებების “ყურმოჭრილი მონა, როცა ვხედავ, რომ ეს არა ჭეშმარიტი დასავლური, არამედ, ფსევდოღირებულებებია, რომელიც თავს მოგვახვიეს და ჩემს ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს?!
გავიგე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ისიც ვიცი, ძალიან ბევრი ბოროტებაც ჩაუდენია ქართველების მიმართ, მაგრამ, რა სიკეთეც მოუტანია (შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ფიზიკური გადარჩენაც კმარა)ისიც ხომ არ უნდა დავივიწყოთ?!ბოლოს და ბოლოს, რუსეთთან ახლო მეზობლობა და ურთიერთობაც ხომ ჩვენი, ქართველების ჯვარია, რომელიც უნდა ვზიდოთ?!
იმ „პრადვინუტებს“ მიმდა შევახსენო:
ჩვენ ხომ გლობალისტურ ეპოქაში ვცხოვრობთ , რაც იმას ნიშნავს, რომ წმინდა ეროვნული პოლიტიკა ბუნებაში არ არსებობს-არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები( ე.წ. მსოფლიო პოლიტიკა), სხვა დანარჩენი კი ბინძური თამაშის ნაწილია-თუ აქამდე გვაბოლებდნენ, დღეს ფაქტიურად მათ ხახაში ვართ მოქცეული და პირდაპირ უფსკრულისკენ გვერეკებიან!
თქვენ კიდევ მიკიჟინებთ:რუსეთი ჩვენი მტერია და „პრორუსული“ აზროვნება ჩამორჩენილობის ნიშანიაო.
რასაც თქვენ „პრორუსულს “ ეძახით, სწორედ ის არის ქართული აზროვნების ნიმუში, რადგან, ვინც სხვაგავარად(რეალურად ) აზროვნებს, მან ყველაზე კარგად უწყის, რომ , რუსეთიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ისიც მსოფლიო თამაშის წესებს ემორჩილება.ასე, რომ, მასონების „რისხვა“ პუტინიც კი მაღალი ლოჟის მასონია და ისიც წარმატებულადაა ჩართული მსოფლიო მთავრობის თამაშში.
ასე, რომ ჩვენ ტყუილად ვიქნევთ ცარიელ მუშტებს და რუსეთს , რომლის მისია დამპყრობლურია , სულ ტყუილად ვაღიზიანებთ, ანუ „პოვოდს“ ვაძლევთ , ხან თავში წაგვითაქოს , ხანაც ტერიტორიები ჩამოგვაჭრას!
იქნებ მიპასუხოთ: რატომ არ გვიცავენ ე.წ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები (ამერიკის ჩათვლით) რუსთის აგრესიისგან?!
რატომ და იმიტომ!
ასე, რომ, თუ განსხვავებულ აზრს დავაფიქსირებ, ნუ დაიღლებით “პრორუსის“ იარლიყის მიწებებით- მე რეალურად აღვიქვამ მოვლენებს და არც საკუთარი აზრის ღიად გამოთქმის მეშინია!!!