“ქართულ ოცნებაში” შეშინდნენ გახარიას წასვლით და უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება – გია ნოდია

“ქართულ ოცნებაში” ძალიან შეშინდნენ გახარიას გადასვლით და რაღაც უჭირთ ერთიანი ფრონტის შენარჩუნება. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამ ვითარებით უკმაყოფილოა. ბუნებრივია, რომ ის ეძებდეს რაღაც სვლებს, რომ ეს მისთვის არასასიამოვნო პროცესი გარკვეულად შეაჩეროს” – ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ოფიციალურად ჯერ არაფერი ნათქვამი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ერთგულება. როგორც ჩანს, ის ფსონს დადებს იმ ადამიანებზე, რომელიც მისი ერთგულია, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური ამომრჩევლისთვის უფრო მისაღებია” – განაცხადა გია ნოდიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.

წყარო: newposts.ge