აშშ სეპარატიზმს უჭერს მხარს: სერბეთის პრეზიდენტს აიძულებენ, კოსოვო აღიაროს

სერბეთი ღელავს. მაგრამ ხალხის აღელვების მიზეზი არა კორონავირუსია, არამედ საკუთარი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ნიშანდობლივი, უცნაური და საგანგაშო განცხადება.

სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ “წლის ბოლოს მივიღებთ იმას, რის მიღებაც არ შეგვიძლია, მაგრამ რაზეც უარის თქმას ვერ გავბედავთ“.

ვუჩიჩი გულისხმობდა ამერიკის ულტიმატუს, რომელიც სერბეთისგან “კოსოვოს რესპუბლიკის” აღიარებას მოითხოვს. თავისი სკანდალური განცხადება ვუჩიჩმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ გააკეთა. სწორედ ამერიკა გახლავთ სერბეთის ძირძველი მიწის – კოსოვოს დამოუკიდებლობის შემოქმედი და სპონსორი. სწორედ ამერიკამ მოახდინა ზეწოლა დანარჩენ მსოფლიოზე, ეღიარებინათ ეს უკანონო წარმონაქმნი. რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ამ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა!

ახლა სერბეთს აიძულებენ, აღიაროს საკუთარი ტერიტორიის “დამოუკიდებლობა” და აღიაროს ის უსამართლობა და უბედურება, რაც სერბ ხალხს დამართა ნატოს ავიაციამ 1999 წელს. სერბეთისთვის კოსოვო იმაზე ნაკლები არ არის, თუ მეტი არა, ვიდრე საქართველოსთვის აფხაზეთი ან შიდა ქართლი. სერბი ხალხი არასოდეს აღიარებს სეპარატისტული რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოებრიობას, მაგრამ აშშ და, მასთან ერთად, ევროკავშირი, სერბ ხალხს აჩვევენ ამ აზრს და იმედი აქვთ, რომ სერბები შინაგანად შეეგუებიან საქმის ამგვარ ვითარებას. სერბების პრეზიდენტი ხომ, როგორც ჩანს, უკვე შეაგუეს…

ალ. ვუჩიჩის ინტერვიუდან გამომდინარე, კოსოვოს აღიარების სანაცვლოდ, დასავლეთი სერბეთს ევროკავშირში შესვლის გარანტიებს მისცემს. პრეზიდენტმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ორიოდე წლის წინ მან ეროვნული მასშტაბით სადისკუსიო თემად აქცია კოსოვოსთან ტერიტორიული გაცვლების განხორციელების შესაძლებლობა. სერბულ მასმედიაში იმჟამად გაჟღერდა შემოგდებული იდეა, კოსოვოსთვის სერბეთის რამდენიმე სამხრეთული რაიონის გადაცემის შესახებ (სადაც ალბანელები სახლობენ), რის სანაცვლოდათ ალბანერების მიერ კონტროლირებული კოსოვო დათმობდა ასევე რამდენიმე რაიონს, სერბებით დასახლებულს. 2018 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ვუჩიჩი “ხელსაყრელ მომენტად” მიიჩნევდა შექმნილ ვითარებას, კოსოვოს ალბანელებთან შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით.

მაგრამ ეს იდეა სერბების უმრავლესობას არ მოეწონა, ხალხი ქუჩებჩი გამოვიდა ამ იდეის გასაპროტესტებლად. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე მიუღებლად გამოაცხადა იგი (ეკლესიას სერბეთში დიდი გავლენა აქვს). ხალხი მიხვდა, რომ ტერიტორიების გაცვლა კოსოვოს საზღვრების დადგენითა და მისი დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდებოდა.

ახლა კი, პრეზიდენტი ვუჩიჩი საყვედურობს თანამემამულეებს, რომ მათ კომპრომისის შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. თუმცა იგი კვლავ ამტკიცებს, რომ “ხალხის აზრი” მისთვის მნიშვნელოვანია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, გულისხმობს თუ არა პრეზიდენტი პლებისციტის გამართვას. პატრიოტული ოპოზიცია, მრავალმხრივი გაერთიანების – “კავშირი სერბეთისთვის” სახით, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი თავისი განცხადებებით უბრალოდ საზოგადოებრივ აზრს ამზადებს საიმისოდ, რომ კოსოვო აღიარებულ იქნას ამა თუ იმ ფორმით, ევროკავშირში სერბეთის შეშვების სანაცვლოდ.

თავად ვუჩიჩი ლიბერალურ ფლანგს განეკუთვნება და მისთვის იდეა ფიქსად არის ქცეული ევროკავშირში სერბეთის წევრობა. იმის სასარგებლოდ, რომ ვუჩიჩი კოსოვოს აღიარებისკენ იხრება, ლაპარაკობს ის გარემოება, რომ იგი დარწმუნებულია დასავლეთის მხრიდან წლის ბოლომდე ასეთი წინადადების წარდგენაში. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ფლობს რაღაც ინფორმაციას ან ულტიმატუმი სერბეთს უკვე წაუყენეს – ფარულად.

სერბების ერთადერთი იმედი, ვისაც შეუძლია, იხსნას ეს ხალხი ამერიკა-ევროკავშირის ძალადობისგან, რუსეთია.

 

იგორ პშენიჩნიკოვის სტატიის მიხედვით. სრულად სტატია იხ. აქ.