ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება მომსახურების წესი შეიცვლება. რაც გარკვეულ შეზღუდვას მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.
მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით. ეს აუცილებელი ღონისძიებაა მძღოლის დაცვისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
ხვალიდან ასევე დროებით შეჩერდება კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს მათ არ შეაფერხებს და ყველა მიიღებს ხელფასს“.