ბოლნისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბოლნისში მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: ptn.ge