თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე 6 წლის ბავშვშვზე დედა და მამინაცვალი სისტემატურად, სასტიკად ძალადობდა.
მოძალადე მშობლები 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: newposts.ge