ბელგიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა – გარდაიცვალა 5 ადამიანი

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

თვითმხილველების აცხადებენ, რომ სკოლის შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა.

დაღუპული მშენებლებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი რუმინეთიდან.

წყარო: report.ge