რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიმდინარე ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

რუსთაველის თეატრის დასი ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრება.

ინფორმაციას, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კომენტართან ერთად, რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.

ფესტივალის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, დასი სამი დღის მანძილზე — 30 ივნისიდან 2 ივლისამდე — ითამაშებს სპექტაკლს “თამაშის დასასრული”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც რობერტ სტურუაა.

“ძალიან მოხარულნი ვართ იმით, რომ გვაქვს საშუალება, მოსკოველ მაყურებელს ვუჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ არც მსახიობები თამაშობენ ცუდად”, — უთხრა მან რუსულ მედიას.

“ნეტგაზეთი” რუსთაველის თეატრის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

 

“ნეტგაზეთი”