ამ შარლ მიშელის ტრაქტატს გეორგიევსკის ტრაქტატი არ გერჩიათ? მაშინ თუ რუსეთის გუბერნიად ვიქეცით, ფაქტიურად უკვე არარსებული ერი და სახელმწიფო, რომელიც ირანის და ოსმალეთის სახანოებად იყო დაყოფილი, ახლა ევროპის და ამერიკის კოლონია ვართ, თან “დამოუკიდებელი” ქვეყნის სტატუსით.
ხან ამერიკა გამოხატავს თავის აღშფოთება – შეშფოთებას და ხან ევროპა გვიქნევს თითებს, აი ის ევროპა, ერეკლეს დროს ფაქტიურად რომ “დაგვიკიდა” და კარები მოგვიჯახუნა, დღეს კი კლანჭები ჩაგვავლო და ხმის ამოიღების უფლებას არ გვაძლევს!
ერეკლეს დროს ეკატერინემ რომ მიგვატოვა ომში ის უფრო უარესი იყო, თუ დღეს ვიღაც გადამთიელები თითს რომ გვიქნევენ და ფაქტიურად სამხედრო პოლიგონად გვიქციეს ქვეყანა? იმ ტრაქტატმა, 238 წლის წინ, გადაგვირჩინა რელიგია და სახელმწიფოებრიობა! დღევანდელი ტრაქტატით ოფიციალურად დაგვიმონეს, სახელმწიფოს მართვის საქმეებში ერევიან და პლიუს ამას ეკლესიის დაშლა არის მათი მთავარი გეგმა, მართლმადიდებლობას ებრძვიან და თავს გვახვევენ პიდ….ის აღლუმებს, თან თურმე ღირსების მარშია და მათი აზრით ღირსება გააჩნიათ მათ, ვისაც ვერც კი გაურკვევია საერთოდ რომელ სქესს ეკუთვნის!!! და ჩვენ ამ დროს ვზივართ და ველოდებით, რას ჩვენ თვითონ ვერ გაგვიგია! ისინიც კი, ვინც აღფრთოვანებულები იყვნენ შარლის ვიზიტებით, დღეს მიხვდნენ რა უბედურება მოუტანეს საქართველოს!
ერეკლეს დროს, როდესაც რუსეთს შევუერთდით, საქართველოს მოსახლეობა 630 ათასი იყო (ყველა აქ მცხოვრები ერით)… საბჭოთა კავშირის დროს, თუ რომელიმე რესპუბლიკა “ბლატაობდა” ეს ჩვენ ვიყავით და მოსახლეობაც 5 მილიონს აღემატებოდა, არც არავის უჭირდა და ბანკში ყველას ჰქონდა ფული გადალახული! ( მაშინ იმ ფულს “შავი დღისთვის” შენახულს ეძახდნენ და კიდეც დაუდგათ ის შავი დღეები, როდესაც დაშალეს საბჭოთა კავშირი და ყველამ ყველაფერი დაკარგა! იმ საბჭოეთის დაშლაც ამერიკის “დამსახურებაა”! დაშალეს და გააღატაკეს მთავარი კონკურენტი (ჩინეთი მაშინ ჯერ კიდევ სიღარიბეში იხრჩობოდა) და ამაში ეროვნული იდეებით შეპყრობილი ლიდერები გამოიყენეს!
რაც ამერიკამ ფეხი დადგა საქართველოში, 5 მილიონიანი მოსახლეობა 2 მილიონ ნახევრამდე ჩამოვიდა, 400 ათასი ნარკომანით და მილიონამდე ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანით!
როდემდე ვაპირებთ ძილს და სირაქლემას პოზაში ყოფნას???
ნანა რეხვიაშვილი; პუბლიცისტი