ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების ტენდენციაზე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.
“რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.