საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია ხვალისთვის მზად იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ  განაცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

 

წყარო:”ინტერპრესნიუსი”