“ფრესკოს” მფლობელი სოფრომაძე “ბულინგს” უჩივის: “გონს მოეგეთ, ბოლო-ბოლო!”

სუპერმარკეტების ქსელის, “ფრესკოს” მეპატრონე ვასილ სოფრომაძე სოციალურ ქსელში რეკლამის უფლებით ავრცელებს საკუთარ ვიდეომიმართვას საზოგადოებისადმი.

ოდიოზური გადაწყვეტილებებით ცნობილი მეწარმე (თუნდაც მოლარეებისა და კონსულტანტების დილა-საღამოს ქვეყნის ჰიმნის მოსასმენად შეკრება რად ღირს) ამბობს, რომ მას ემუქრებიან, ხორციელდება “ბულინგი” და “ზეწოლა”. ამის დასადასტურებლად იგი იშველიებს სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ნეგატიურ შეფასებებს “ფრესკოში” ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ზოგი ითხოვს, რომ ჩალეწონ “ფრესკოს” შუშები და მაშინ სოფრომაძე “ფასებს დაწევს”.

სოფრომაძე მიმართვაში ქაღალდის დასტას სწევს და იძახის, რომ “უამრავი მიმართვა” ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, გამოიკვლიონ მუქარის შემცველი წერილების ავტორები. “თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, რომ ჩაიმსხვრეს ერთი შუშა მაინც? თქვენ მართავთ მერე პროცესებს?” – მიმართავს სოფრომაძე შსს-ს.

“პასუხს ვაგებ, ყველაზე დაბალი ფასებია ფრესკოში” – ამტკიცებს სოფრომაძე. “გონს მოეგეთ, ბოლო-ბოლო” – ხმამაღლა იძახის იგი.

იხ. ვიდეო:

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/videos/243506780011941/