რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.